|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტების, აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) შემაკავებელი ორდერის თანდართული ფორმა (დანართი №1). ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენის უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების შემდეგი თანამდებობის პირები: ა.ა) ოცეულის მეთაური; ა.ბ) ათეულის მეთაური; ა.გ) უფროსი პატრულ-ინსპექტორი; ა.დ) პატრულ-ინსპექტორი; ა.ე) უმცროსი პატრულ-ინსპექტორი. ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვა და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის ბრძანება №281 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაწყებული გამოძიების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შემაკავებელი ორდერი. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 ივნისის №440 ბრძანება. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის ბრძანება №281 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. |
შემაკავებელი ორდერი №000000
1. ორდერის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი ---------------------------------------- __________________________________________________________________________
2. ორდერის შედგენის საფუძველი ---------------------------------------------------------- ________________________________________________________________________ (კონკრეტულად, რაში გამოიხატა ძალადობა) ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 21. ორდერის მოქმედების ვადა _______________________________________________________ 3. მსხვერპლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი და საცხოვრებელი ადგილი ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 4. მოძალადის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 5. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი):
„ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური; დ) სექსუალური; ე) იძულება; ვ) უგულებელყოფა. 6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია (გაუსვით ხაზი): ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდება და მათი თავშესაფარში მოთავსება; გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; დ) არასრულწლოვნისგან მოძალადის განცალკევება; ე) მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ვ) მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების აკრძალვა; ზ) მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------ (შეზღუდვის არსი) თ) მოძალადისათვის იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების აკრძალვა; ი) პირად საკუთრებაში არსებული იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო) ჩამორთმევა და შენახვა; კ) _________________________________________________________________________________
(სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის) 7. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია მსხვერპლის დაცვის შემდეგი ღონისძიებები (გაუსვით ხაზი): ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდება; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება; გ)__________________________________________________________________________ (გრაფა ივსება საჭიროების შემთხვევაში) 8. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 9. შემაკავებელი ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე. 10. შემაკავებელი ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში. 10 1. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით; ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით; ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. 102. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. 11._____________________________________________________________________________ მოძალადის ხელმოწერა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________
მსხვერპლის ხელმოწერა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, უარის მიზეზი. 12. _______________________________________________________________________________ (შემაკავებელი ორდერის გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა)
_______________________________________ (თანამდებობის პირის ხელმოწერა)
|
დანართი №2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის ბრძანება №281 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. |
შემაკავებელი ორდერის ოქმი №000000
1. მსხვერპლის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი _____________________ _____________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ _______________ 2. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი _____________________________________ ______________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________________ _________________________________ 3. მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი_________________________ ____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________
4. ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია
5. პოლიციის მიერ მიღებული ზომები:---------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (განხორციელებული მოქმედებების მოკლე აღწერა)
6. შემაკავებელი ორდერის ოქმს გავეცანი და ვეთანხმები მის შინაარსს:
___________________________________________________________________________ (მსხვერპლის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)
___________________________________________________________________________ (მოძალადის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)
___________________________________________________________________________ (მოწმის (არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)
7. შემაკავებელი ორდერის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და რჩება მის გამომცემ ორგანოს. ოქმის შემდგენელის ხელმოწერით დამოწმებული ოქმის ასლი წარედგინება ზედამხედველ პროკურორს.
8. ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ____ (ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა) __________________ (ხელმოწერა)
|