|
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.01.1496 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წ., №62, მუხ. 1848) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|