„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2014-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-27
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.132.016212
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 26 ივნისი

ქ. ბათუმი


 

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 122 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმ­მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის,  შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. ,,ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციაში“ (შემდგომში - „ინსტრუქცია“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) „ინსტრუქციის“ მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დამკვეთს წარმოადგენს „ქ. ბათუმში, არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებით  განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში ამავე პროგრამით დადგენილი პირობებითა და წესით მონაწილე იურიდიული პირი (დეველოპერული კომპანია).“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების მიღებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეებზე, რომლითაც უკვე მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა.

 


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია