სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1020
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017262
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 20

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2013 წლის 18 აპრილის  №83დადგენილებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 15 მარტის (სხდომის ოქმი№6) რეკომენდაციის შესაბამისად, სს ,,ინჟმშენის“ მიერ შესაბამის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ, გარანტორისაგან (სს ,,საქართველოს ბანკი“) გამოთხოვილი და დეპოზიტზე განთავსებული თანხის 237797 (ორას ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი) სს ,,ინჟმშენისთვის“ დაბრუნება, შესაბამისი ორგანოების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

ბ) ობიექტზე არსებული და შეფასებული, მათ შორის, მომავალში გამოვლენილი და შეფასებული დეფექტების გამოსწორება, სს ,,ინჟმშენის“ მიერ წარმოდგენილი ახალი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია