საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
992
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017253
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №992

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2014 წლის ივნისის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს შპს „ენერგოტრანსის“ წინადადება, 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2014 წლის ივნისის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების 2014 წლის დეკემბრის თვისათვის გადავადების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                           ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია