,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016375
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №120

2014 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში (სსმ, 134, 19/10/2010) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საბჭოს სხდომის, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ან საბჭოს რეკომენდაცია;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ვ) გარდაცვალება.

2. საბჭოს 3 ან მეტი წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს საბჭოს სხვა წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია