თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/988-2008
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/988-2008

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2014 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” მიმართ.  

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის 02 ივლისს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

3. დაევალოს სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

    მოსამართლე                            ლაშა ქოჩიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია