საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1060
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი