„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფიზიკური პირის - რაჟდენ ზვიადაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1010
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017209
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფიზიკური პირის - რაჟდენ ზვიადაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1010 

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფიზიკური პირის – რაჟდენ ზვიადაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიზიკური პირი – რაჟდენ ზვიადაძე გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს – რაჟდენ ზვიადაძეს შორის 2011 წლის 29 აპრილს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების 5.2 მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია