კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1023
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017206
კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1023

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვისათვის განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო პერსონალის სწავლება ონკოლოგიაში დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-O) ეფექტიანი გამოყენებისა და კიბოს სარეგისტრაციო ფორმების სწორად შევსების მიზნით;

ბ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემთა რეგისტრატორების რეტრენინგი;

გ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის CanReg5 პროგრამის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;

დ) კიბოს პოპულაციური რეგისტრის მენეჯმენტი (საკონსულტაციო მომსახურება, კიბოს პოპულაციის რეგისტრის დანერგვის პროცესის მონიტორინგი);

ე) კიბოს პოპულაციური რეგისტრის წარმოებისათვის საჭირო ფორმების ჩამონათვალი და მათი წარდგენის წესი და ვადები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით:

ა) დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება;

ბ) დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით კიბოს პოპულაციური რეგისტრის დასანერგად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 01) გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, პროგრამისათვის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“  გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 28,700 ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია