საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1025
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017230
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1025

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სარეკლამო-საინფორმაციო რგოლების განთავსება და საინფორმაციო ფლაერების ბეჭდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი: 24 01 01 02 03).

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია