,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა) იპ ,,თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1087
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017205
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა) იპ ,,თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1087

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა) იპ ,,თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №435 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                             ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია