„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საბანკო ოპერაციების უცხოური ვალუტით განხორციელებასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება:
ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, სესხის ან დეპოზიტის) ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე;
ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე”.
|