|
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს №59 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი |
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური მეცნირებების და/ან იურიდიული სპეციალობით; |
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული; |
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; |
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება; |
ვ)
სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; |
ზ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; |
თ)
გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა; |
ი)
ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება; |
კ)
ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
ლ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა. |
მუხლი 2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით; |
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; |
ვ)
უპირატესობა ენიჭება საპროექტო განცხადებისა და ანგარიშების მომზადებაში გამოცდილებას; |
ზ)
უპირატესობა ენიჭება სატყეო და ბუნებრივი რესურსების მართვის დარგში საერთაშორისო ინიციატივების და პროცესების ცოდნას; |
თ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა; |
2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობით (უპირატესობა ენიჭება მეტყევის სპეციალობას); |
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
გ)
სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა; |
ვ)
სატყეო სექტორში სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; |
ზ)
გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა; |
თ)
უპირატესობა ენიჭება ტყის მართვის გეგმებზე მუშაობის გამოცდილებას; |
ი)
უპირატესობა ენიჭება ტყის რესურსების აღრიცხვასა და მონიტორინგში პრაქტიკულ გამოცდილებას; |
კ)
უპირატესობა ენიჭება გეოინფორმაციული სისტემების (GIS) და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების პრაქტიკულ ცოდნას; |
ლ)
უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას; |
მ)
სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
ნ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა. |
3.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან იურიდიული სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანიგამოცდილება; გ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; დ) კანონპროექტებზე მუშაობის და მათ განხილვებში მონაწილეობის გამოცდილება; ე) სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ვ) უპირატესობა ენიჭება გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნას; ზ) უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) სამართლებრივი პრობლემების ცოდნას; თ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანება № 147 - ვებგვერდი, 05.11.2014წ. |
მუხლი 3.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტიუნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალობით; |
ბ)
( ამოღებულია - 06.07.2016; №23 ); |
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება; |
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა; |
ვ)
სატყეო და საბუნებისმეტყველო დარგში ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; |
ზ)
უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას; |
თ)
უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნას; |
ი)
სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა; |
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 07.06.2016წ . |