„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-19
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.018023
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე მუხლი:

„მუხლი 28. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური დახმარება

1. ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებს უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  ინდუსტრიული ნაწილით გათვალისწინებული უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებით (როგორც ერთობლივად, ისე ცალ‑ცალკე).

2. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებით სარგებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  მე-7  (გარდა მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) და მე-8 მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია