„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-109
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-20
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.030.016102
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-109

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №382 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  სასწავლო ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №307 ბრძანებაში (ვებგვერდი 30/12/2011, 010240020.22.030.016035)  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის თანდართული დებულება.“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  სასწავლო ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №307 ბრძანებით (ვებგვერდი 30/12/2011, 010240020.22.030.016035) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დებულება“;

ბ) პირველ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია