|
| მუხლი 1 |
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ:
ა) კვებით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა − თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, პირადი დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს ასრულებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში; ბ) საკომპენსაციო თანხა სასურსათო ულუფით უზრუნველყოფაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლებამოსილ თანამშრომლებს სამუშაო (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების) დღეებზე, იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, სამსახური ვერ ახორციელებს მათ საულუფე კმაყოფას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს: ა) საუზმისათვის − 2 (ორი) ლარის ოდენობით; ბ) სადილისათვის − 4 (ოთხი) ლარის ოდენობით; გ) ვახშმისათვის − 2 (ორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა უფლებამოსილი მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების გაფორმებისა და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის სადღეღამისო ნორმის ანაზღაურების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №64 – ვებგვერდი, 15.02.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 09.02.2018წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 23.01.2023წ. |
მუხლი 11. (ამოღებულია) |
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3
აპრილის დადგენილება №149
– ვებგვერდი, 06.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 23.01.2023წ. |
| მუხლი 2 |
უფლებამოსილ მოსამსახურეთა სრული ან ნაწილობრივი საულუფე კმაყოფის შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა გაწეული კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, სასურსათო ულუფით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სამსახურის თანამშრომლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 23.01.2023წ. |
| მუხლი 21 |
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს, გარდა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარებისა, სამსახურის მიერ შეიძლება, დამატებით, გაეწიოს მატერიალური დახმარება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №565 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|