ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1771
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1771

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო‑საკონსერვაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კომპლექსის საშენი მასალისა და რელიეფების კვლევითი სამუშაოები, კომპლექსის კედლის მხატვრობის სადიაგნოსტიკო-კვლევითი სამუშაოები და მათ საფუძველზე შესასრულებელ საპროექტო და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებულიშესყიდვის საშუალებით, წლიური ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია