სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1704
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1704

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ პროგრამული პაკეტების კომპლექტის (სალიცენზიო რეგულირების პროგრამული პაკეტები, ინვენტარიზაციის მართვის პროგრამული პაკეტები, ფინანსური ანალიზისა და ფინანსური სისტემის პროგრამული პაკეტები) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია