,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-43/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-07
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016271
,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-43/ნ

2014 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ   ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სსმ, №124, 13/10/2009; 470.230.000.22.035.013.656) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:  
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები.“.

2. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან  მე-10 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია