საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №43
1998 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
ი. მამედოვის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი მთარგმნელობითი მუშაობისათვის საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი იმირ მამედოვი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე