„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის №2174 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1602
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის №2174 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1602

2012 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის №2174 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის №2174 განკარულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქ. მცხეთაში, ისტორიულ უბანში მუზეუმის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ქ. მცხეთაში, ისტორიულ უბანში მუზეუმის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი ელემენტები და აუცილებელი პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის (საგანი) დასახელება;

გ) ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება;

დ) სამუშაოების შესრულების ვადები და ადგილი;

ე) სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი;

ვ) ანგარიშსწორების ფორმა (ვადები);

ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია