საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1047
2013 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების 21 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების (გარდა სამსახურებრივი სარგებლობისათვის მომსახურე პერსონალური მსუბუქი ავტომანქანებისა) ზღვრული ოდენობა განსაზღვროს 10 (ათი) ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი