ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1621
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1621

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:

ა) ქ. თბილისის მერიამ ქ. თბილისში არსებული სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა-აღდგენითი სამუშაოებისა და არსებული ატრაქციონების აღდგენის, დემონტაჟის და დასაწყობების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;

ბ) ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ ისანი-სამგორის რაიონში არსებული და ახალი სკვერების, აგრეთვე გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა-აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორ-ციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია