„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1615
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1615

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1365 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის (მონტაჟით), გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის, ნაგვის კონტეინერების, ნერგების, მწვანე საფარის სარწყავი სისტემის (მონტაჟით) და ზღვის სანაპიროსათვის საშხაპე მოწყობილობების (მონტაჟით) შეძენის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, საიდანაც 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი მოხმარდეს ანაკლიის ზღვის სანაპიროსათვის განათების სისტემის (მონტაჟით), გამწმენდი და დასუფთავების მანქანების, ორი ერთეული ბალახის საკრეჭი მანქანის, ორი ერთეული დიდი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანა-დანადგარის, ნაგვის კონტეინერების, ნერგების, მწვანე საფარის (მომსახურებით), მწვანე საფარის სარწყავი სისტემის (მონტაჟით) და ზღვის სანაპიროსათვის საშხაპე მოწყობილობების (მონტაჟით) შესყიდვას, ხოლო 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს შპს „ანაკლიის“ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია