|
„ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:
„17. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი და ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული კლიენტის ან მისი ტრანზაქციის დაკავშირებულ პირად ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|