„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით (სსმ III, 29.12. 2009, №158, მუხ.1901) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 83 პუნქტი:
„83. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2,000 ლარის ოდენობით.“.
|