საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
385
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018008
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, ბიზნესპროცესების ავტომატიზების უზრუნველყოფის და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებისა და შესაბამისი ელექტრონული სერვისების მიწოდების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის, საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციის, სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   2013 წლის  6  სექტემბრის  №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში - სამსახური).
მუხლი 2
სამსახური განისაზღვროს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 მარტის №160 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 3
სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 4
სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 5
სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს  2014  წლის  15 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია