|
,,საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს №155-№996 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტო №155-№996 ერთობლივ ბრძანებას (სსმ, №98, 07/08/2009б 480610000.22.030.013398) დაემატოს დანართი №3 (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო თანამდებობის პირთა საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და საკონსულო დეპარტამენტებს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა 2014 წლის 1 სექტემბრამდე. |
| მუხლი 3 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის ბლანკის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადება, შენახვა და აღრიცხვა. |
| მუხლი 4 |
ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს ვიზის ბლანკი ძალაშია 2014 წლის 1 სექტემბრამდე. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტო №155-№996 ერთობლივ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ნიმუში №1. |
| მუხლი 6 |
ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე. |
| მუხლი 7 |
ამ ბრძანების პირველი და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|