შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში (
www.matsne.gov.ge, 25/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016703) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით.”.