„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
371
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-11
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.017991
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №371

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“       საქართველოს       მთავრობის   2013       წლის   5   დეკემბრის      №315  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482)   შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2) 24-ე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24.  საქართველოს   საელჩო   ავსტრალიის   თანამეგობრობაში   აკრედიტებულია   ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში,  სოლომონის კუნძულებზე,  ვანუატუს რესპუბლიკასა და ტუვალუში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია