„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 (სსმ III, 06.10.2010 წ., №128, მუხ. 1864) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, სხვა სუბიექტისთვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიმართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით წარედგინება საქართველოს მთავრობას.“.
|