„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ ფინანსური პროტოკოლის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
958
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017121
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ ფინანსური პროტოკოლის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოსმთავრობის

განკარგულება №958

2014 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ ფინანსური პროტოკოლის  საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1 . საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების,  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 13 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ ფინანსური პროტოკოლი.

2 . „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პროტოკოლზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე  გიორგი ჯავახიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია