საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
934
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017182
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება № 934

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ­ლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავ ­რობის კანცე­ლარიას, რომ შპს „მისტერ ქუუქს“ (ს/კ 404385713 ) საქართვე­ლოს მთავრობის კანცელარიის კვებითი მომსახურების უზრუნველსა­ყო­ფად უსა­ს­ყიდლო უზუფ­რუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრო­ბის კანცე­ლარიის სარგებ­ლობაში არსებული საქართველოს მთავ­რობის კანცე ­ლა ­რიის ადმი­ნისტ­რაცი­ულ შენობაში (შენობა-ნაგებობა №1; (მიწის (უძრავი ქონე­ბის) საკა­დასტრო კოდი N01.15.05.063.002) არსებული სასადილო, საერთო ფართო­ბით 476 მ2 (მე-2 სართულზე არსებული 396 მ2 და პირველ სარ­თუ­ლზე არ­სებული 80 მ2 ფართობი).

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ განკარგულების შეს­რუ­ლების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გა­თ­ვა­ლისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი   ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია