საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 918
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს ანაკლიის საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი