საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 915
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 18 მუხლის მე - 3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე, ავტომანქანების ბაზრობის მოპირდაპირედ არსებული 1800.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.13.01.004.078) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ 204909180).
2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 საბანკო დღის ვადაში ;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით „ McDonald's “ - ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში ;
გ) ამ პუნქტის ,, ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით , პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით , არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 100 (ასი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „თ და კ რესტორნებმა“ წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვე სტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია , რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 3 (სამი ) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი