„შ.პ.ს. „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გაუქმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
911
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017168
„შ.პ.ს. „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 911

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 „შ პ ს „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გაუქმების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმდეს „შპს „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობა -  „კონკურსში მონაწილე ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს მონიტორინგს თბილისში არსებული ზენორმატიული გადახრის მქონე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების შესახებ და წინასწარ შეთანხმებას ქ. თბილისის მერიასთან ოცამდე ზენორმატიული გადახრის მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გასწორება-გამაგრებაზე;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                  ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია