„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
905
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017143
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 905

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ ს აქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ მომზადებული მოხსენება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ, წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2. საბიუჯეტო კოდექსის 55-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

პრემიერ-მინისტრი                    ი. ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია