საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 899
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამხედრო ბაზის, თანამშრომლებისა და მატერიალური რესურსის გამოყოფა;
ბ) 2014 წლის მაისში/ივნისში, სამი დღის განმავლობაში, განახორციელოს კონკურსის მონაწილეთა/შესაბამის პირთა სამხედრო ბაზაზე კვებით უზრუნველყოფა, განთავსება და ტრანსპორტირება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი