საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
896
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017135
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №896

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) 2014 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნის აღსანიშნად თბილისში, რაჭაში, ქუთაისსა და ბორჯომში გასამართი ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) 2014 წლის 30 ივნისიდან – 6 ივლისამდე „ახალ არგონავტთა“ ლაშქრობის 30-ე წლისთავის აღსანიშნად, საერთაშორისო კონფერენცია „არგო-2014‑სთვის“ გასამართი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია