საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
885
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017133
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

   საქართველოს მთავრობის

განკარგულება №885

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე საქართველოს სახელმწიფო პოზიციის მომზადების მიზნით, ორი უცხოელი ექსპერტისაგან იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია