„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
884
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017132
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №884

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

    1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობას მიეცეს თანხმობა 2014 წლის 23 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ 2011 წლის 12 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2011 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2014 წლის 23 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდეს ამ განკარგულების გამოცემისთანავე.

 

პრემიერ‑მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია