„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016370
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №115

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანებაში (სსმ 010340000.22.038.016242, 06/12/2013) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან  საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა  მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.

 

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან  საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა  მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.

 

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან  საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (უპირატესობა  მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.

 

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან  საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ინგლისური  ენის ცოდნა  სავალდებულოა  (უპირატესობა  მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.

 

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არანაკლებ 6 თვიანი სტაჟირება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამართალმცოდნეობის, ადამიანის უფლებების ან  საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში);“;

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ინგლისური  ენის ცოდნა  სავალდებულოა  (უპირატესობა  მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია