საოქმო განჩინება შპს „მშენებელი 2010“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/1251
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-04
საოქმო განჩინება შპს „მშენებელი 2010“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/1251

        

        

 

ს ა ო ქ მ ო  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2014 წლის 5 მაისი

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

 

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. მოწვეული იქნეს შპს ,,მშენებელი 2010’’-ის კრედიტორთა კრება 2014 წლის 5 ივნისს 16:00 საათზე დღის წესრიგით - კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე:                                გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი:                        ნოდარ გიორგიძე

კრებსითი — სრული ვერსია