„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-02
სარეგისტრაციო კოდი
020090000.08.002.016936
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №210

2014 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2013, 020090000.08.002.016867) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის (დანართი №1) მე-5 პუნქტის:
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ .

2. „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია