|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 040030000.22.027.016357) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) ზუგდიდის იუსტიციის სახლი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 7 ივნისიდან. |
|