საქართველოს მთავრობის
განკარგულება №52
2008 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:
ა) „ ელექტროენერგეტიკის სფეროში დავალიანებათა მართვის შესახებ “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 17.05.06. №1/172);
ბ) „ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ “ , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 09.03.06. №1/73);
გ) „ იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 11.05.07. №1/113);
დ) „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 09.11.07. №1/306);
ე) „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 22.11.07. №1/326);
ვ) „ კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 29.11.07. №1/378);
ზ) „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 15.06.07. №1/153);
თ) „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 05.12.07 . №1/380);
ი) „ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ადგილო ბ რივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.01.08. № 1/1).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე