საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1927
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის № 1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის № 1501 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
ა ) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ და 2011-2012 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ;
ბ ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან :
ა ) 285 000 ( ორას ოთხმოცდახუთი ათასი ) ლარი მიმართოს ქ . თბილისში , ვარკეთილის 3 ა მ / რ, კორპ . № 327- ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარემონტო - სარეაბილიტაციო ( აღდგენა - გამაგრებითი ) სამუშაოების შესყიდვის მიზნით ;
ბ ) 700 000 ( შვიდასი ათასი ) ლარი მიმართოს ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის 8 500 მ 3 - მდე სათბობი შეშის შესყიდვის მიზნით .“;
გ ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური