„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1918
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1918

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/ 10 კვ ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2011 წლის 30 დეკემბრამდე წარადგინოს ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობებში მშენებლობის ნებართვისათვის საჭირო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაცია.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია