საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი დროებით შეჩერდება მეურვის განცხადების საფუძველზე ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4524–Iს